კატეგორიის გარეშე •

ზაზა სარალიძე: მოვუხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მხარი დამიჭირონ

2 ივნისი, 2018 • 2350
ზაზა სარალიძე: მოვუხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მხარი დამიჭირონ

ამ დროისთვის [23:25] საკმაოდ დაიძაბა ვითარება პარლამენტის წინ, სადაც ზაზა სარალიძის მხრადამჭერი საპროტესტო აქცია იმართება. ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს მიმართეს და თქვეს, რომ მათ სანდო წყაროსგან აქვთ ინფორმაცია, რომ შს სამინისტრო ზვიად კუპრავას დაპატიმრებას აპირებს.

ამ განცხადების შემდეგ ზაზა სარალიძის ოჯახის მხარდამჭერებმა შეკრეს ჯაჭვი და კუპრავა და სარალიძე გადაიყვანეს თეთრ კარავში, სადაც მოგვიანებით შეუშვეს ჟურნალისტებიც.

ზაზა სარალიძემ ამჯერად მიმართა პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდაჭერა სთხოვა.

მან თქვა, რომ თუ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მხოლოდ საზოგადოებას მიმართავდა მხარდაჭერისთვის, ახლა ის ყველა პოლიტიკურ პარტიას მიმართავს, რომ ხვალიდან მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ მას, რადგან ეს მანკიერი სისტემა დგას უსამართლობაზე.

ზაზა სარალიძემ ასევე მიმართა პარტიებს, რომ თავიანთი მხარდამჭერები ჩაიყვანონ რეგიონებიდანაც.

დღემდე ზაზა სარალიძე თავის საჯარო განცხადებებში ყოველთვის დისტანცირებას ახდენდა პოლიტიკური პარტიებისგან და მხოლოდ მოქალაქეებს სთხოვდა მხარდაჭერას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი