დაქორწინების მიზნით არასწრულწლოვნის გატაცების ბრალდებით შსს-მ პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ს. ბ-ს თავისუფლება აღუკვეთა. ე.ი-ს თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით)”, – ავრცელებს განცხადებას შსს.

არასრულწლოვანი ოთხი დღე იყო გატაცებული, მისი ოჯახის წევრები კი ფონიჭალის პოლიციის განყოფილების შენობასთან საქმის გამოძიების მოთხოვნით აქციებს მართავდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი