ახალი ამბები

23 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

3 აგვისტო, 2021 • 983
23 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი პირი, რომლებმაც გუშინ, 2 აგვისტოს “ცოლად მოყვანის მიზნით” გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

სამინისტროს ცნობით, 1981 წელს დაბადებულმა თ.ნ-მ სამ თანამზრახველთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ გოგოს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

სამართალდამცველებმა ოთხივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი