ახალი ამბები

ცხინვალის სასამართლომ სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

9 თებერვალი, 2021 • 623
ცხინვალის სასამართლომ სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ რამაზ ბეღელურს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

გუგუტიანთკარის მკვიდრი რამაზ ბეღელური რუსმა სამხედროებმა 2 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.

“არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართლებით”, – განაცხადეს დაკავების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.


რუსი სამხედროები და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები პერიოდულად იტაცებენ ან უკანონოდ აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 2020 წლის განმავლობაში “გამოავლინეს სასაზღვრო ნორმების დარღვევის 400-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის საზღვირს უკანონო კვეთა და სასაზღვრო ზონაში უკანონოდ დარჩენა”.

გამოვლენილი 423 შემთხვევიდან 184 იყო საზღვრის უკანონო კვეთა, 227- სასაზღვრო ზონაში უკანონოდ დარჩენა, 12 – სასაზღვრო ზონაში სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ოფიცრების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა”, – ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი