ახალი ამბები

საკრებულომ გიორგი ლილუაშვილი მერის მოადგილის თანამდებობაზე დაამტკიცა

15 იანვარი, 2016 • 2436
საკრებულომ გიორგი ლილუაშვილი მერის მოადგილის თანამდებობაზე დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დავით ნარმანიას მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილი დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 40-მა დეპუტატმა მიიღო, საიდანაც 36-მა გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

საკრებულოს სხდომაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დეპუტატებს ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ წარუდგინა. ამის შემდეგ მერის მოადგილემ საკრებულოს წევრებს სამომავლო გეგმები გააცნო და სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას მერე გახდა, რაც ის გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. იგი თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლისთან დაკავშირებით პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი