ახალი ამბები

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის გამო, რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

19 მარტი, 2024 •
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის გამო, რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

21 მარტს დაგეგმილი საქართელო-ლუქსემბრუგის მატჩის გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს.

შეზღუდვა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს. უფრო კონკრეტულად, რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი