ახალი ამბები

პრეზიდენტი: ღარიბაშვილთან ურთიერთობის ორწლიანი მცდელობა წარუმატებელი იყო

26 დეკემბერი, 2015 • 1432
პრეზიდენტი: ღარიბაშვილთან ურთიერთობის ორწლიანი მცდელობა წარუმატებელი იყო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “იმედის” ეთერით განაცხადა, რომ ირაკლი ღარბაშვილთან პიროვნული დაძაბულობა არ ჰქონია, თუმცა ორი წლის განმავლობაში წარუმატებელი იყო მცდელობა მასთან ახლო კონტაქტისა.

“არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ იყო. ამასთან ერთად, ორი წლის განმავლობაში იყო მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, ძირითადად წარუმატებელი იყო, რომ ბატონი ირაკლი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო ჩემთან, მინისტრთა კაბინეტიც, პარლამენტიც. ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ყველა ინტერესჯგუფს შევხვდი, ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ჩემთან კონტაქტზე არ გამოდის და არ მიფიქსირებს, რომ ჩვენ ეს საერთო სალაპარაკო თემა გვაქვს, ეს არის, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება”, მათ შორის მინისტრები. სამჯერ მოვითხოვე მთავრობის სხდომაზე მისვლა. სამჯერვე პასუხი არ ყოფილა. უშიშროების საბჭოს სხდომებზე მთავარი საკითხავი გახდა, ვინ დაესწრება და არა ის, რაზე არის იქ საუბარი. იყო მუდმივი მცდელობა, რომ ვიურთიერთოთ, როგორც უმაღლესმა ხელისუფლებმა, განსაკუთრებით უშიშრეობის საბჭოზე, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს ხვდებიან და თათბირობენ მნიშვნელოვან საკითხებზე. იყო ეს და იყო წაყრუება. სხვა დაძაბულობა, პიროვნული რამე სირთულე არ ყოფილა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი