ახალი ამბები

პრემიერი: ჯანდაცვის ხარჯები 2016 წელს 3 მილიარდს გადააჭარბებს

21 დეკემბერი, 2015 • 1140
პრემიერი: ჯანდაცვის ხარჯები 2016 წელს 3 მილიარდს გადააჭარბებს

“კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისას ჯანდაცვის ხარჯები 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენდა; 2016 წელს ის 3 მილიარდს გადააჭარბებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„დღეს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს. ამ რეფორმას არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და USAID-ის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს ამ რეფორმის წარმატებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილი განმარტებით, ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის შემდგომი ეტაპია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელზეც მთავრობა ჯანდაცვის გლობალურ ალიანსთან და მის ხელმძღვანელ ბერნარ კუშნერთან ერთად მუშაობს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიღწევების მიუხედავად, ზოგიერთი ძვირადღირებული სამედიცინო ოპერაციის სრულად დაფინანსება სახელმწიფო სახსრებით ჯერაც ვერ ხერხდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება სოლიდარობის ფონდი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი