ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დიდი ბრიტანეთი ლეილა იუნუსის გათავისუფლებას მიესალმება

10 დეკემბერი, 2015 • 1266
დიდი ბრიტანეთი ლეილა იუნუსის გათავისუფლებას მიესალმება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აზერბაიჯანელი აქტივისტების ლეილა და არიფ იუნუსების გათავისუფლებას და მიმართავს აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების სფეროში ვითარების გასაუმჯობესებლად სვლა გააგრძელოს.

“ვიმედოვნებ, ლეილა იუნუსს საჭირო სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა ექნება. მივმართავ აზერბაიჯანს მსგავსი ჰუმანიტარული ჟესტი სხვა მსგავს საქმეებზეც გამოიჩინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ვითარების გასაუმჯობესებლად.

პატიმრობაში აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე თვალსაჩინო წევრი რჩება. მათ შორის ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა, უფლებადამცველი ინტიგამ ალიევი, სამოქალაქო ატივისტი რასულ ჯაფაროვი და ოპოზიციის ლიდერი ილგარ მამადოვი”, – წერია უწყების განცხადებაში.

9 დეკემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რამდენიმე თვის წინ დაპატიმრებული უფლებადამცველ ლეილა იუნუსის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პირობითი სასჯელით შეეცვალა. შესაბამისად, ლეილა იუნუსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი