ახალი ამბებისაზოგადოება

გენდერული უთანასწორობა ციფრებში -2015 [ინფოგრაფიკა]

24 ნოემბერი, 2015 • 2395
გენდერული უთანასწორობა ციფრებში -2015 [ინფოგრაფიკა]

ძალადობა, უთანასწორობა სამუშაო ადგილას, სელექციური აბორტები, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა მცირე წარმომადგენლობა – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს გასამმაგდა ძალადობის მსხვერლი ქალების მაჩვენებლი. თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირდა, არამედ იმას, რომ გაიზარდა იმ ქალების რაოდენობა, ვინც ძალადობის წინააღმდეგ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, ამბობს ნატო შავლაყაძე, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელი.

ნატო შავლაყაძის თქმით, ბოლო წლებში გაცლებით მეტი ქალი მიდის მათ ორგანიზაციაში თანადგომის მოლოდინით. გაზრდილი მაჩვენებლი განაპირობა მან, რომ როდესაც დაცვის ხარისხი მატულობს, მიმათვიანობაც იზრდება.

ნატო შავლაყაძის შეფასებით, ქალებმა თამამად დაიწყეს ამაზე საუბარი, გაიზარდა ინფორმირებულობა, არამარტო ოჯახში ძალადობაზე, არამედ სხვადასხვა უფლებაზე. თუმცა ქალებს კვლავ სჭირდება სოციალური სერვისები, სოციალური მუშაკის თანადგომა, სარეაბილიტაციო პროგრამები, რათა შემცირდეს ძალადობა ქალთა მიმართ.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ნატო შავლაყაძის შეფასებით, ხშირად ქალთა მიმართ ძალადობაზე საქმეები სასამართლომდე ვერ მიდის, შიდა კოორდინაციის არქონის გამო,

”საქმეების დაწყება უჭირთ და არ უნდა, ძირითადად, პროკურატურას. ამიტომ პოლიციელებიც ხშირად თავს იკავებენ მტკიცებულებების არქონის გამო საქმეები უკან ბრუნდება და არაფერი არ ხდება, გარდა იმისა, რომ ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ რჩება და მათი დაცვა წარმოუდგენელია”, – ამბობს ნატო შავლაყაძე.

ომბუდსმენის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკა სხილაძე ამბობს, არაოფიციალური სტატისტიკური მონაცმეების მიხედვით, გაცილებით დიდია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული.

ეკა სხილაძის განმარტებით, ქალთა დისკრიმინაციის კიდევ ერთი ნიშანია სელექციური აბორტები, რაც დაკავსირებულია გვარის გამგრძელებლის დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან, როდესაც ოჯახებს ჰყავთ გოგო შვილი, ამიტომ ისინი არჩევენ აბორტს.

გენდერული უთანასწორობა გრძელდება განათლების მიღებისა და დასაქმების დროს, აგრძლეებს ეკა სხილაძე, ამიტომაცაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა მონაწილობა არის დაბალი. მათ  ესეც ამ დამკვიდრებული შეხედულებეისა თუ უხილავი ბარიერების გამო შემქნილი პრობლემაა,

”დასაქმების პრობლემის გარდა ქალებს აქვთ დაწინაურებისა და თანამდებობრივი წინსვლის პროცესში, ესეც დაკავშირებულია განწყობებთან და პოლიტიკასთან. იმასთან, თუ რამდენად არის ესა თუ ის უწყება მგრნობიარე და რამდენად მიიჩნევს ქალს თანასწორად; რომ მასაც შეუძლია იგივე თანამდებობრივი როლი შეასრულოს,” – ამბობს სხილაძე.

ქალის წინსვალს სამსახურში, უშლის ის განწყობებიც, რომ ოჯახურ ურთიერთობებში ქალის საქმედ ბავშვებისა და სახლის მოვლა-პარტონობა მიიჩ§ევა. ეკა სხილაძის აზრით, ამ დამკივდრებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ბაღისა და სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს.

პოლიტიკურ პროცესეზში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის, ეკა სხილაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი დროებითი მექანიზმების შემოღება: ერთი მხრივ უნდა იყოს სახელწიფო პოლიტიკის კვოტირების სისტემა, მეორე მხრივ შიდაპარტიული სურვილი და მოტივაცია, რომ ხელი შეუწყონ ქალთა დაწინაურებას.  

ეკა სხილაძის აზრით, ძალიან ბევრი ლიდერი ქალია, რომელსაც აქვს სურვილი, რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, უბრალოდ მათ სჭირდებათ ხელშეწყობა პარტიებიდან.

”პარტია უნდაიყოს დაინტერესებული იმით, რომ მოიძიოს ასეთი ქალები და არ მოიაზროს ქალები, როგორც დამატებითი სამუშაო ძალა, არამედ როგორც კანდიდატები და სრულფასოვანი მონაწილეები პოლიტიკური პროცესებისა”, – ამბობს სხილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი