ახალი ამბები

ქუცნაშვილი ამბობს, რომ გვენეტაძის თანამდებობის წასვლის მიზეზი იცის

10 მაისი, 2019 • 1479
ქუცნაშვილი ამბობს, რომ გვენეტაძის თანამდებობის წასვლის მიზეზი იცის

პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ იცის, რატომაც დატოვა თანამდებობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, თუმცა ამ მიზეზს არ ასახელებს.

10 მაისს ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტი ვახო სანაიას კითხვაზე, აინტერესებს თუ არა, რატომ დატოვა ნინო გვენეტაძემ თანამდებობა, ქუცნაშვილმა უპასუხა:

„უზენაეის სასამართლოს თავმდჯომარე რის გამო წავიდა თანამდებობიდან, ეს არის მისი სათქმელი სიტყვა. მე ვიცი რის გამოც წავიდა ის. მე არა ვარ ვალდებული, ყველაფერი გითხრათ… სასამართლოს თაობაზე მე არავითარი ანგარიშვალდებული არა ვარ“, — თქვა ქუცნაშვილმა.

„მიბრძანდით ქალბატონ ნინოსთან, ჩამოართვის ინტერვიუ“, — თქვა ქუცნაშვილმა.

ნინო გვენეტაძე 2015 – 2018 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლო მან 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. ოფიციალურ მიზეზად დასახელებული იყო “ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ”.

9 მაისს ცნობილი გახდა, რომ გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა.

10 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას გვენეტაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა კვლავ ჯანმრთელობის მდგომაროებით ახსნა.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი