ახალი ამბები

ჩვენი ფიქრები საფრანგეთთანაა – ბახტაძე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარზე

15 აპრილი, 2019 • 946
ჩვენი ფიქრები საფრანგეთთანაა – ბახტაძე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარზე

საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ეხმაურება.

“დაშოკილი და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი კატასტროფული ცეცხლით გამოწვეული ნგრევის მასშტაბებით. ჩვენი ფიქრები, ამ რთულ დროს, პარიზთან და საფრანგეთთანაა”, – წერს ის “ტვიტერზე”.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია. ცეცხლი დღეს, 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩამოიქცა ხანძრის შედეგად ტაძრის ისტორიული სამრეკლო.

BBC-ის თანახმად, ოფიციალური პირები ცეცხლის გაჩენის ზუსტ მიზეზს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინციდენტი სარემონტო სამუშაოებს უკავშრდება.

ცეცხლს მეხანძრეთა ჯგუფები ებრძვიან, გარშემო ტერიტორია კი ევაკუირებულია. ბარიკადებს მიღმა უამრავი ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ჩუმად ადევნებენ თვალს, როგორ ნადგურდება 850-წლიანი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანესი ნაგებობა.

ადგილზე უკვე მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც თქვა:

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მსგავსად, მეც ვწუხვარ ამ ღამით, როცა ვხედავ, როგორ იწვის ჩვენი ეს ნაწილი”. 

რატომ არ იყენებენ ვერტმფრენებს – სახანძრო სამსახურის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი