ორთვიანი კარანტინის შემდეგ ცხინვალმა ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი გახსნა

დღეს, 15 მარტს, დილის 6 საათიდან ცხინვალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან არსებული გამშვები პუნქტი გახსნა.

2019 წლის 11 იანვარს, ქართული მხრიდან გრიპის H1N1 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით, ცხინვალმა  კარანტინი გამოაცხადა და გამშვები პუნქტი ჩაკეტა. რითაც გადაადგილების პრობლემები შეექმნა ახალგორის მოსახლეობას.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავდა და მოუწოდებდა დე ფაქტო ხელმძღვანელობას, ადამიანებისთვის თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცა.

 ახალგორიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელი გამშვები პუქნტი  20 თებერვალს მხოლოდ სამი დღით, ცალმხრივად გაიხსნა. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც გამშვები პუნქტის დაკეტვის შემდეგ ახალგორიდან ვეღარ გამოდიოდნენ, მათ შორის მკურნალობის მიზნით, შესაძლებლობა ჰქონდათ ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაეტოვებინათ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი