ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორის რამდენიმე სოფელს წელს პირველკასელები არ ჰყავს

7 სექტემბერი, 2021 • 5889
ახალგორის რამდენიმე სოფელს წელს პირველკასელები არ ჰყავს

ახალგორის რაიონის რამდენიმე სოფელში [წინაგარა, ზაყორი, ბოლი, ბალაანი, ახმაჯი] 2021-20211 სასწავლო წელს პირველკასელები არ მიუღიათ.

ახალგორის რაიონში წელს სულ 17 პირველკლასელი მიიღეს,  მათ შორის 9- ახალგორის რუსულ სკოლაში, 3 – ახალგორის ქართულ სკოლაში, 3 – სოფელ ორჭოსანში და თითო-თითო იკოთისა და კორინთას სკოლებში.

საქართველოს სახალხო დამცველის უკანასკნელი საპარლამენტო ანგარიშის შესაბამისად, 2020 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის ქართულ სკოლებში, ჯამურად 63 მოსწავლე ირიცხება და 121 პედაგოგია დასაქმებული.

“6 სკოლაში ისწავლება ქართულად და ისიც მხოლოდ მე-7-დან მე-11 კლასამდე. დანარჩენ შემთხვევებში, ქართულ ენას კვირაში მხოლოდ ხუთი საათი ეთმობა. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ყველა სკოლაში განათლების მიღება მხოლოდ რუსულ ენაზე დაიშვება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ახალგორის რაიონი თბილისიდან ცხინვალის კონტროლქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადავიდა. 2008 წლის შემდეგ, ახალგორის მოსახლეობის კლების პროპორციულად, მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.

რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ახალგორში 132 მოსწავლეზე გათვლილი რუსული სკოლა ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა, თუმცა მოსწავლეთა რაოდენობის კლების ტენდეცია შეინიშნება რაიონის რუსულ სკოლაშიც.

წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი