ახალი ამბები

ლეიბორისტები ჭიკაიძის, ნარმანიასა და ხადურის დაბრუნების მოთხოვნით აქციას მართავენ

5 მარტი, 2019 • 948
ლეიბორისტები ჭიკაიძის, ნარმანიასა და ხადურის დაბრუნების მოთხოვნით აქციას მართავენ

ახალგაზრდა ლეიბორისტები ხვალ, 13:00 საათზე, პარლამენტის წინ დავით ნარმანიას, ალექსანდრე ჭიკაიძისა და ნოდარ ხადურის პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნით აქციას გამართავენ.

თავდაპირველად მათ ეს ინფორმაცია ფეისბუკზე გაავრცელეს. ნეტგაზეთს პარტიაში დაუდასტურეს, რომ აქციის ჩატარებას ახალგაზრდა ლეიბორისტები მართლაც გეგმავენ.

“ქართველი ხალხის მოთხოვნაა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდნენ ნარმანია, ხადური და ჭიკაიძე!

ასევე ვითხოვთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ოცნების სიის წამყვანი პოზიციები დაიკავონ ღარიბაშვილის სიმამრმა და ცოლის ძმამ, ასევე, მეუღლემაც (მარტო ხომ არ იქნება სახლში)!

ამასთან დაკავშირებით 6 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება აქცია,” – წერია ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი