ახალი ამბები

მოღალატეობრივი განცხადებაა – ნათელაშვილი ინჯიაზე

9 მარტი, 2022 • 1736
მოღალატეობრივი განცხადებაა – ნათელაშვილი ინჯიაზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „მოღალატეობრივს“ უწოდებს ფრიდონ ინჯიას განცხადებას საქართველოს რუსეთის საბანკო სისტემა Мир-თან მიერთებასთან დაკავშირებით.

„აი, ასეთ მოღალატეობრივი განცხადების გაკეთებას შიგ პარლამენტში ვერ გაბედავდნენ ყველაზე აღვირახსნილი რუსეთის აგენტი დეპუტატები უკრაინის და ბელორუსიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც კი“, – დაწერა სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილმა.

“ევროპელი სოციალისტების” წევრი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის საბანკო სისტემა Мир-ს უნდა შეუერთდეს.

ამის შესახებ ინჯიამ დღეს, 9 მარტს, ბიუროს სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმას აძლევს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა Мир-თან მიერთება „ბიზნესის“ ნაწილია.

ხომ არ დადგა დრო, საქართველო Мир-ის სისტემას შეუერთდეს – ინჯია

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.