ფაშინიანი: ვიმედოვნებთ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მხარეებმა ბევრი საკითხი, მათ შორის, სომხეთში დემოკრატიის განვითარება, რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევები და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს.

“ჩვენ ვაფსებთ ევროსაბჭოს დახმარებას საარჩევნო პროცესების წარმატებულ ორგანიზებაში. პოლიტიკურმა ცვლილებებმა, ასევე დემოკრატიულმა არჩევნებმა, ევროკავშირი და სომხეთი საერთო ღირებულებებით დააახლოვა. ასევე ჩვენ შევეხეთ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულების საკითხს. ვფიქრობთ, აუცილებელია აღნიშნული ხელშეკრულების უსწრაფესი რატიფიკაცია”.

როგორც ფაშინიანი აცხადებს, შეხვედრის დროს სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესიც განიხილებოდა.  ფაშინიანი აქვე ამბობს, რომ სომხეთის მოქალაქეები სულმოუთქმელად ელიან უახლოეს მომავალში ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას”.

“ვიმედოვნებთ, პოლიტიკური გადაწყვეტილება უახლოეს დროში იქნება მიღებული”, – აცხადებს ფაშინიანი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი