“მარგველაშვილი აპირებდა მამალაძის შეწყალებას, საპატრიარქოც მზად იყო” – მიტროპოლიტი დანიელი

საჩხერის და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი დაკავებული დეკანოზის შეწყალებას აპირებდა და საპატრიარქოც მზად იყო, თუმცა, როგორც მიტროპოლიტი განმარტავს, საბოლოოდ ამ საკითხზე ხელისუფლებამ თავი შეიკავა:

“როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და, რასაკვირველია, მიესალმებოდა. რასაკვირველია, ახლაც იმავე პოზიციაზე დგას ეკლესია, თუ ეს მოხერხდება, ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება.

პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს. მით უმეტეს, დეკანოზის მიმართ. აპირებდა შეწყალებას და, მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა”, – ამბობს მიტროპოლიტი დანიელი “რუსთავი 2”-თან.

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.