დაკავებულ სასულიერო პირს ცხინვალიდან, სავარაუდოდ, ჯარიმის გარეშე დღეს გაათავისუფლებენ

რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირს, მამა დავითს (დურგლიშვილი), რომელიც ცხინვალის იზოლატორშია, ნეტგაზეთის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დღესვე, და ამასთან, ჯარიმის გარეშე გაათავისუფლებენ.

შიდა ქართლში დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა სასულიერო პირი გუშინ, 4 თებერვალს დააკავეს.

სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გუშინვე ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი