ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, არკვევენ, რატომ იმყოფებოდა საჯარო მოხელე საქართველოში

18 იანვარი, 2024 • 12650
ცხინვალის ცნობით, არკვევენ, რატომ იმყოფებოდა საჯარო მოხელე საქართველოში

ცხინვალის ცნობით, “ლენინგორის [ახალგორი] ადმინისტრაციის თანამშრომელი, 29 წლის დავით კ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით” დააკავეს.

ცხინვალის ინფორმაციითვე, დაკავებული “კანონდამრღვევი საქართველოს ტერტორიიდან ბრუნდებოდა”.

“ამჟამად სამართალდამცველები არკვევენ მის მიერ საზღვრის კვეთის მიზეზს და მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტენ. საჯარო მოხელეს 30-დან 70 ათას [340- 790 $] რუბლამდე ჯარიმის გადახდა ემუქრება”, – წერს ადგილობრივი ოსური მედია.

მასალების გადაბეჭდვის წესი