ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინაში მებრძოლ ოსებს დრონები გადასცეს – ცხინვალი

18 დეკემბერი, 2023 • 1076
უკრაინაში მებრძოლ ოსებს დრონები გადასცეს – ცხინვალი

ოსური სააგენტო რეს-ის ცნობით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა პირადად გადასცა კვადროკოპტერები რუსეთის მხარეს უკრაინაში მებრძოლ ოსებს.

მედიის ცნობითვე, კვადროკოპტერები მებრძოლებმა თავად ითხოვეს და მათი თხოვნა ცხინვალმა გაითვალისწინა.

ოფიციალური ცნობით, დღეს უკრაინაში დაახლოებით 12 ათასი ოსია, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. 12 ათასიდან ათასზე მეტი სამხრეთ ოსეთიდანაა, რაც ბრძოლისუნარიან მამაკაცთა 13%-ს შეადგენს. 40-მდე უკვე დაიღუპა.

“ვიღაცები ამბობდნენ, რომ ეს ჩვენი ომი არაა, მაგრამ ეს ჩვენი ომია, სამწუხაროდ. იმის გათვალისწინებით, თუ რას ვხედავთ მოსაზღვრე საქართველოში. ღმერთმა არ ქნას, რუსეთმა უკრაინაში უკან დაიხიოს, ჩვენი მომავალი, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთ ოსეთის – არ იქნება შესაშური. ამიტომაც ეს ომი აბსოლუტურად ჩვენი ომია”, – განაცხადა უკრაინაში ოს სამხედროებთან შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პეტრე გასიევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი