ახალი ამბები

შსს: კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია რკინიგზის ბროწეულას სადგურის უფროსი

28 ივლისი, 2014 • • 927
შსს: კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია რკინიგზის ბროწეულას სადგურის უფროსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე “საქართველოს რკინიგზის” ბროწეულას სადგურის უფროსი ამირან მურუსიძე დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით ამირან მურუსიძემ მოქალაქეს 2000 აშშ დოლარი მოსთხოვა და სანაცვლოდ სადგურის ჩიხში შემავალი ლიანდაგით სარგებლობას და საწყობამდე ვაგონის მიყვანას დაჰპირდა. შსს–ში აცხადებენ, რომ სადგურის უფროსი 1000 აშშ დოლარის აღებისას დააკავეს.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი