ახალი ამბები

კანცელარიასთან აქციაზე ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი დააკავეს

11 სექტემბერი, 2023 • 990
კანცელარიასთან აქციაზე ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი დააკავეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ენმ ავრცელებს. პარტიის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრების მიერ სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენებასა და საბიუჯეტო თანხების ფლანგვას აპროტესტებდნენ, რა დროსაც იგორ ნარმანია დააკავეს”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ აქციაზე ერთი პირი ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი