ახალი ამბები

ჩაფიძე: დაპირისპირება მქონდა “ოცნების” ერთ–ერთ დამფუძნებელთან

26 ივლისი, 2014 • • 1060
ჩაფიძე: დაპირისპირება მქონდა “ოცნების” ერთ–ერთ დამფუძნებელთან

ელისო ჩაფიძე გუნდის ამ წევრს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მან ტყიბულში “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის სახით დასაყრდენი იპოვნა:

 

“მან იპოვნა საკმაოდ ნოყიერი დასაყრდენი გარკვუელი ადამიანების სახით, რომლებიც მუდმივად გახლეჩაზე მუშაობენ, მაგრამ ეს მე არ მაძლევს უფელბას, რომ ის უდიდესი პასუხისმგელობა, რომელიც მოსახლეობის და გუნდის წინაშე მაქვს აღებული, უკანა პლანზე გადავიტანო. მაქსიმალურად ვიბრძოლებ, რომ ასეთი რუხი კარდინალების ჩარევა ჩემი რაიონის ცხოვრებაში არ მოხდეს, რადგან ეს ხალხისთვის საკეთილდღეო არ არის. უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი ამ გუნდთან ერთად. ეს ადამიანი არ არის ირაკლი ტრიპოლსკი, მისი მეგობარია.” “ქართული ოცნების” შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ტყიბულში ეცადა რომ ე.წ. საკუთარი გუნდით დაეკომპლექტებინა ტყიბულის რაიონი.”

 

2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტყიბულში “ქართული ოცნების” შტაბს ნუგზარ ყიფიანი ხელმძღვანელობდა. 2011-2013 წლებში ის ტელეკომპანია „მეცხრე არხის” გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო. ამჟამად ის მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი