ახალი ამბები

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საიმიგრაციო პოლიტიკაზე – NDI-ს კვლევა

30 იანვარი, 2019 • 4524
რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საიმიგრაციო პოლიტიკაზე – NDI-ს კვლევა

NDI-ს კვლევის მიხედვით, რომელიც მოსახლეობის განწყობებს ასახავს, გამოკითხულთა 46 პროცენტი ფიქრობს, რომ უცხოელ იმიგრანტებს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ – 40% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

თუმცა, ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 56 პროცენტი ემხრობა მოსაზრებას, რომ საქართველომ უნდა შეზღუდოს ქვეყანაში ჩამომსვლელი უცხოელი მიგრანტების რაოდენობა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, გამოკითხულთა 72 პროცენტი მიიჩენვს, რომ სამსახურში აყვანისას დამსაქმებელმა უპირატესობა უცხოელებთან შედარებით ქართველებს უნდა მიანიჭოს, მათი კვალიფიკავიის მიუხედავად. ამ აზრს მხოლოდ გამოკითხულთა 25 პროცენტი არ იზიარებს.

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 61 პროცენტის აზრით, საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება მისი ძლიერი მხარეა 30 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ეს სისუსტეა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი