ახალი ამბები

შსს: ივნისში თვითმკვლელობამდე მიყვანის 68 ფაქტი დაფიქსირდა, გახსნილია – 0

17 ივლისი, 2014 • • 1649
შსს: ივნისში თვითმკვლელობამდე მიყვანის 68 ფაქტი დაფიქსირდა, გახსნილია – 0

ამავე სტატისტიკის თანახმად, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ 115–ე მუხლი) მომხდარი დანაშაულის რაოდენობა 2013 წლის ამავე პერიოდთან შედარებით შემცირებულია, შარშან ივნისში 81 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული, გახსნის მაჩვენებელი კი იგივეა, გახსნილია 0 შემთხვევა.

შსს–ს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ასევე ნულია გახსნის მაჩვენებელი  ფულადსაკადასტრო სისტემაში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის ივნისში 11 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, შარშან ამავე პერიოდში კი 4 ასეთი დანაშაული მოხდა, მათგან არც ერთი არ გახსნილა.

2013 წლის ივნისთან შედარებით 2014 წლის ივნისში დაახლოებით 90%–ითაა გაზრდილი თაღლითობის ფაქტებიც, თუმცა გაზრდილია თაღლითობის ფაქტების გახსნის მაჩვენებელიც. მიმდინარე წლის ივნისში სულ 126 თაღლითობის ფაქტი მოხდა, აქედან შსს–ს ინფორმაციით 78 გახსნილია.

სულ შსს–ს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად 2014 წლის ივნისში 2002 დანაშაული მოხდა, აქედან 977 გაიხსნა. დანაშაულის საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი (1012) საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რომლიდანაც შსს–ს ინფორმაციით 417 გაიხსნა. მთლიანობაში, შსს–ს მერი გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, დანაშაულის საერთო რაოდენობა 2013 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 25.1%–ითაა დაკლებული. 

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი