პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დანაშაულის გახსნის სტატისტიკასა და კრიმინალის ზრდას „არანაირი კავშირი ერთმანეთთან არა აქვს“.
21 ოქტომბერს გახარიამ კრიმინალის სტატისტიკასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„მეგობრებო, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ: არის გარკვეული დანაშუალი, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ, კრიმინალს რაც შეეხება, სტატისტიკას— იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, სადაც 2-3-4 წლის წინ საერთოდ არ იყო კვალიფიცირებული, როგორც დანაშაული. საერთო ჯამური ზრდა არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა“, – განაცხადა მან.
„შეადარეთ მძიმე დანაშაულები, მუხლები აიღეთ და შეადარეთ ბოლო 8, 10, 15 წლის განმავლობაში და ნახავთ, რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე და ა.შ.“, – განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტების კითხვას დანაშაულის გახსნის სტატისტიკასთან დაკავშირებით კი პრემიერმა ასე უპასუხა:
„ორი სხვადასხვა რიცხვია: დანაშაულის სტატისტიკა აფიქსირებს დანაშაულის რაოდენობას. ეს არის დანაშაულის სტატისტკა. გახსნის სტატისტიკა სხვა რამეა. თქვენ მე მკითხეთ დანაშუალზე. გახსნის სტატისტიკას და კრიმინალის ზრდას არანაირი კავშირი ერთმანეთთან არა აქვს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის. ორი სხვადასხვა რამეა“.
არქივიდან:
ყალბდებოდა თუ არა დანაშაულის სტატისტიკა – გახარიას განმარტება