მსოფლიოში უმსხვილესი ბელგიური ლუდის მწარმოებელი კომპანია AB InBev, რომლის შემადგენლობაში ბუდვაიზერი შედის, კანაფის შემცველობით სასმელის წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.
CNN-ის ინფორმაციით, AB InBev კანადურ კომპანია Tilray-სთან თანამშრომლობს და კანაბისის შემცველი სასმელების საბაზრო პოტენციალის შესწავლას იწყებს.
ამერიკული მედიის ცნობით, კომპანიები გეგმვენ, 100 მილინი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელონ კანაფის შემცველი უალკოჰოლო სასმელების პოტენციალის კვლევისთვის:
“ჩვენი მიზანია საკითხის უკეთ შესწავლა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამჟამად გვსურს, კომერციული შესაძლებლობები შევისწავლოთ” – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
CNN-ის განცხადებით, კანადასა და აშშ-ის რამდენიმე შტატში რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანის ლეგალიზება მოჰყვა.
კანაფის გამოყენებით წარმოების გაფართოებით მარლრბოროცაა დაინტერესებული. დეკემბრის დასაწყისში მარლრბოროს მფლობელმა კომპანა Altria-მ განაცხადა, რომ კანადურ კომპანიაში, რომელიც კანაფის წარმოებაშია ჩართული, 1.8 მილიარდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.