ახალი ამბები

სნუპ დოგის თქმით, თავს ანებებს მარიხუანის მოწევას

17 ნოემბერი, 2023 • 2233
სნუპ დოგის თქმით, თავს ანებებს მარიხუანის მოწევას

ცნობილი ამერიკელი რეპერი, სნუპ დოგი (Snoop Dogg) აცხადებს, რომ თავს ანებებს მარიხუანის მოწევას.

„საკმაო ფიქრისა და ჩემს ოჯახთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე, მოწევას თავი დავანებო. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემს პირად სივრცეს“, – წერს იგი ინსტაგრამზე, სადაც 82.5 მილიონი გამომწერი ჰყავს/

სნუპ დოგი დიდ ხანია, ღიად საუბრობდა კანაბისისადმი სიყვარულზე. „სი-ენ-ენი“ შენიშნავს, რომ სნუპ დოგს, მისივე თქმით, მარიხუანა თეთრ სახლში ვიზიტის დროსაც კი აქვს მოწეული.

სნუპ დოგი აგრეთვე ჩართულია არაერთ ბიზნესში, რომელიც კანაბისს უკავშირდება. გარდა ამისა, 2019 წელს მან განაცხადა, რომ ჰყავს ცალკე, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი, რომლის მოვალეობაც მისთვის მარიხუანის შეკეთებაა. 2021-ში სნუპ დოგმა აღნიშნა, რომ დღეში 81-ჯერ ეწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი