ახალი ამბები

ზელენსკიმ ხელი მოაწერა სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციას

15 თებერვალი, 2024 •
ზელენსკიმ ხელი მოაწერა სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ.

უკრაინული „პრავდას“ ცნობით, დოკუმენტი არეგულირებს კანაფის მიმოქცევას სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში. კანონი მათ შორის მიზნად ისახავს პირობების შექმნას, კიბოს და ომის შედეგად გამოწვეული პოსტტრავმული სტრესული აშლილობების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა რომ გაფართოვდეს.

კანონი გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი