ქუთაისში მღვიმე აღმოაჩინეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, მღვიმე აღმოაჩინეს. ნეტგაზეთს სააგენტოში უთხრეს, რომ არქეოლოგების მიერ მღვიმის შესწავლა უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამის შემდეგ უკვე ცნობილი გახდება მღვიმის კულტუროლოგიური ანალიზის წინასწარი შეფასება. სააგენტოს ცნობით, წლების წინ ამ ადგილზე ქვის კარიერი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.