მარიხუანის კომპანია “მარლბოროსთან” საინვესტიციო მოლაპარაკებას დათანხმდა – BBC

BBC-ის ინფორმაციით, მარლბოროს სიგარეტების მწარმოებელი კომპანია Altria ყველაზე მსხვილ კანადურ მარიხუანის მწარმოებელ კომპანიასთან საინვესტიციო მოლაპარაკებებს აწარმოებეს.

Canada’s Cronos Group-მა დაადასტურა, რომ ჩაერთო ამ განხილვებში, თუმცა მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, Altria ასევე დაინტერესებული იყო Cronos Group-ის შეძენითა და მისი პროდუქციის გამრავალფეროვნებით ტრადიციული მწეველთათვის.

ლუდ კორონას მფლობელი Constellation Brands აცხადებს, რომ 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს კანადაში კანაფის ტოპ მწარმოებელ კომპანია Canopy Growth-ში. BBC-ის ცნობით, აღნიშნული ინვესტიცია ამ ინდუსტრიაში რეკორდული იქნება.

მიმდიანრე წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მარიხუანის მწარმოებელ კანადურ კორპორაცია “ავრორასთან”, რომლის საბაზრო ღირებულება $6.7 მილიარდია, კოკა-კოლა აწარმოებს მოლაპარაკებებს. სასმელების ბაზრით თავად მარიხუანის მწარმოებელი კომპანიაც არის დაინტერესებული.

კანადამ მარიხუანის ლეგალიზება რეკრეაციული მიზნებისთვის ოქტომბერში მიიღო და გახდა მეორე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. კანადაში სრულად ლეგალური გახდა როგორც მარიხუანის მოხმარება, ასევე, მისი მოყვანა და ყიდვა-გაყიდვა.

კანადაში მარიხუანის წარმოება და მოხმარება ლეგალური გახდა

შენიშვნა: ქავერის ფოტო გამოყენებულია მხოლოდ მასალის ილუსტრაციისთვის და არ ასახავს სტატიაში ნახსენები კომპანიების პროდუქციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.