ახალი ამბები

თბილისში ცნობილი რესტორანი “ეზო” იხურება

24 ოქტომბერი, 2023 • 9815
თბილისში ცნობილი რესტორანი “ეზო” იხურება

“რესტორანი ეზოს სტუმრებო, კეთილის მსურველებო, მეგობრებო, ადამიანებო. მოულოდნელი და არცთუ ისე სასიამოვნო ამბავი უნდა გამცნოთ – რესტორანი ეზოს კარი 30 ოქტომბერს დაიკეტება”, – 23 ოქტომბრის საღამოს სოციალური ქსელით რესტორნის განცხადება გავრცელდა.

“რატომ? რა ხდება?” – ათობით მომხმარებელი და რესტორნის კლიენტი კითხვას სვამს სოციალურ ქსელში. ნეტგაზეთი “ეზოს” ერთ-ერთ დამფუძნებელს ესაუბრა. ქრისტო ტალახაძე აღნიშნავს, რომ ეზო თვის ბოლომდე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან კი ძველი დამფუძნებლებითა და ახალი გუნდით ისევ დაბრუნდება.

“ბიზნესს ხშირად აქვს რაღაც სირთულეები და რთული მომენტი დაგვიდგა. ახლა ვხურავთ, მაგრამ არ დავნებდებით და აუცილებლად დავუბრუნებთ თბილისს ეზოს. “ეზო” ისედაც იყო სოციალური სივრცე, ჰაბი იმ ადამიანებისთვის, ვინც ქვეყნისთვის იბრძვის და გვინდა, რომ კიდევ მეტად გახდეს ასეთი”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ქრისტო ტალახაძე.

რესტორანი 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი