ახალი ამბები

მოეწყოს სივრცე: “თბილისის არქიტექტურის მომავალი” – კობერიძე ავლაბრის რეზიდენციაზე

30 ნოემბერი, 2018 • 1649
მოეწყოს სივრცე: “თბილისის არქიტექტურის მომავალი” – კობერიძე ავლაბრის რეზიდენციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ავლაბრის რეზიდენციაში, სადაც ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს, “თბილისის არქიტექტურის მომავლის” სივრცე უნდა მოეწყოს.

დეპუტატმა თავისი ინიციატივა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განმარტა და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ავლაბრის რეზიდენციაში მოეწყობოდა სივრცე, სადაც მოსახლეობა ივლიდა და მოხდებოდა ნებართვების გაცემა თბილისის არქიტექტურასთან და მშენებლობებთან დაკავშირებით:

„ავლაბრის რეზიდენციაში, მაგალითად, მოეწყოს სივრცე, რასაც დავარქმევდი “თბილისის არქიტექტურის მომავალი” პირობით სახელად. სადაც უნდა იყოს საზოგადოებისთვის მისაღები… სადაც გაიცემა ნებართვები თბილისის არქიტექტურასთან, მშენებლობასთან დაკავშირებულ თემატიკაზე.  იქ ხალხმა უნდა იაროს და იქ გავმართავდი სივრცეს, სადაც იქნებოდა მსჯელობა მუდმივად ქალაქის მომავალ განვითარებასთან მიმართებაში,“- ამბობს კობერიძე “რუსთავი 2”-თან.

ცესკოს წინასწარი შედეგებით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობაზე უარს ამბობს. არჩეული  პრეზიდენტი  ადმინისტრაციის ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლეში გადატანას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი