ლევან კობერიძემ პარტია “ლელო” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად კობერიძემ დაუდასტურა.
მანამდე კობერიძე მეცხრე მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა მოგვიანებით პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი იყო. 2020 წლის აგვისტოში კი “ლელოს” შეუერთდა და საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის სახელით ვაკის ოლქში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.