ახალი ამბები

ენერგოომბუდსმენი ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდება და მათ საჩივრებს განიხილავს

3 ივნისი, 2014 • • 1336
ენერგოომბუდსმენი ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდება და მათ საჩივრებს განიხილავს

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ცნობით, დაწესებულების ცხელ ხაზზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან მომხმარებლების მრავალი ზარი დაფიქსირდა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გამანაწილებელმა კომპანიამ ,,ეს ჯი–გაზ კომპანიმ“ ბუნებრივი აირის მოწოდება შეუწყვიტა ქალაქის დიდ უბნებს, რასაც მოქალაქეები მიიჩნევენ უკანონოდ.

 

ენერგოომბუდსმენი საკითხის შესწავლის მიზნით დღეს  ახალქალაქში გაემგზავრება და მომხმარებლებს შეხვდება, აგრეთვე, ახსნა–განმარტებას მოითხოვს ,,ეს ჯი–გაზ კომპანი“–დან.

 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებში არსებული პრობლემებისა და მომხმარებელთა უფლებებრივი მდგომარების გასაცნობად, სალომე ვარდიაშვილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდება, 4 ივნისს კი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

 

საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიიჩნევს, რომ მეტწილად სწორედ გამგეობებში იყრის თავს მოქალაქეთა საჩივრები და მომავალშიც გეგმავს ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეხვედრებს.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი