ახალი ამბები

მთავრობის სხდომაზე 3 ქარისა და 5 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განიხილეს

23 ოქტომბერი, 2023 • 851
მთავრობის სხდომაზე 3 ქარისა და 5 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განიხილეს

დღეს, 23 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე 3 ქარისა და 5 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტების განხორციელება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

„აღნიშნული ელექტროსადგურების ინვესტორ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელთა საფუძველზეც დაიწყება პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხთა შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები“, – ნათვქამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი