ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ გიორგი გვიმრაძის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

25 ოქტომბერი, 2018 • 2053
ნიკა გვარამიამ გიორგი გვიმრაძის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ქარტია ავრცელებს.

საქმე ეხება 24 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ წინასაარჩევნო დებატებს, რომელსაც გიორგი გვიმრაძე უძვღებოდა. ის ამავე დროს არის მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი. კითხვის დასმისას მან ნიკა გვარამია მოიხსენია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი. ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ არასდროს დაუფიქსირებია ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ გიორგი გვიმრაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი