ახალი ამბები

ხელისუფლება არ უზრუნველყოფს, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას მედიისთვის – მედიაკოალიცია

23 აპრილი, 2024 • 486
ხელისუფლება არ უზრუნველყოფს, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას მედიისთვის – მედიაკოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება “ფორმულას” ჟურნალისტზე, ია სართანიაზე გუშინ, 22 აპრილს, მომხდარ თავდასხმას. კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს შემთხვევა და დამნაშავე პასუხისგებაში მისვეს.

“ჟურნალისტებზე თავდასხმა განსაკუთრებით გახშირდა ბოლო წლებში, რასაც მეტად ახალისებს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტების მცდელობა, და კომენტარები, რომლებიც  თავისუფალი მედიის საზოგადოების მტრად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ია სართანიამ განაცხადა, რომ მეტროში თავს დაესხნენ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას აგრესიულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელითაც შეეხო. “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი