ახალი ამბები

მე უკრაინელებს საბრძოლო იარაღი მივეცი, ობამამ – ბალიშები და საბნები – ტრამპი

15 ოქტომბერი, 2018 • 1547
მე უკრაინელებს საბრძოლო იარაღი მივეცი, ობამამ – ბალიშები და საბნები – ტრამპი

აშშ-iს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შუალდეურ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე CBS-ს ინტერვიუ მისცა, სადაც უკარაინაზეც ისაუბრა. ტრამპი უკრაინის მიმართ თავის პოლიტიკასა და აშშ-ის დემოკრატ პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკას ადარებს.

“მე უკრაინელებს თავდასხმითი საბრძოლო იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო ტექნიკა მივეცი. ობამამ კი, იცით, რა გაუგზავნა?! ბალიშები და საბნები. ის იყო პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინის ნაწილი რუსეთს გადასცა, შედეგად, აღმოსავლეთ უკრაინა ახლა რუსეთის ხელშია,” – ამბობს ტრამპი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ყოფილა საჯაროდ კრიტიკული ვლადიმერ პუტინის მიმართ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა საჯარო არ არის, საზოგადოებამ არ იცის, როგორ ესაუბრება მას აშშ-ის პრეზიდენტი. ტრამპის თქმით, პუტინთან საკმაოდ რთული, მაგრამ კარგი შეხვედრა ჰქონდა.

ჟურნალისტმა ტრამპს სოლსბერიში რუსეთის ყოფილი ჯაშუშისა და მისი შვილის მოწამვლის ფაქტზეც ჰკითხა: “ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა მკვლელობებსა და მოწამვლაში?

“შესაძლოა, თუმცა არ ვიცი”, – უპასუხა ტრამპმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი