ახალი ამბები

ძმებმა კირკიტაძეებმა ენმ-ს სექტემბერში 120 000 ლარი შესწირეს

8 ოქტომბერი, 2018 • 4654
ძმებმა კირკიტაძეებმა ენმ-ს სექტემბერში 120 000 ლარი შესწირეს

მიმდინარე წლის სექტემბერში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შემოწირულობის სახით 442 691 ლარი მიიღო. ენმ-ის ყველაზე მსხვილი შემომწირველები პარტიის წევრები და ლიდერები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები არიან.

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ პარტიას 60 000 ლარი შესწირა, ამდენივე თანხა გადაურიცხა ენმ-ს მისმა ძმამ ირაკლი კირკიტაძემ. პარტიამ სექტემბერში ერთადერთი შემოწირულობა მიიღო იურიდიული პირისგან: შპს ავტოჰაუსმა ენმ-ს 30 000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი კირიკიტაძის გუბერნატორობის დროს გუბერნიის ადმინისტრაციაში მომუშავე დავით ხამაშურიძეა.

თბილისის საკრებულოს წევრმა ენმ-დან ნიკა ვაჩეიშვილმა პარტიას 15 ათასი ლარი შესწირა, ლევან ხაბეიშვილმა – 12 000 ლარი, ყოფილმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა – 10 000 ლარი, პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ -30 000 ლარი, პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე იოსელიანმა – 5000 ლარი, თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ – 12 000 ლარი.

ვრცლად შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი