ახალი ამბები

„ენმ-ის კლონობა არ გამოსვლია არავის“ — წითლიძე გვარამია-მელიას პარტიაზე

11 მარტი, 2024 • 831
„ენმ-ის კლონობა არ გამოსვლია არავის“ — წითლიძე გვარამია-მელიას პარტიაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა წითლიძე აცხადებს, რომ პარტია „ახალი“ მათ ხმებს ვერ წაართმევს.

ასე გამოეხმაურა წითლიძე მისი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა მელიას გაერთიანების პრეზენტაციას, რომელიც დღეს, 11 მარტს, თბილისში გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ“, — განაცხადა ანი წითლიძემ.

დღეს, 11 მარტს, გაიმართა პარტიის „ახალი“ პრეზენტაცია. მელიასა და გვარამიას პარტიის ნომერი იქნება 4, ძირითადი ფერები კი – მწვანე, ნარინჯისფერი და თეთრი პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა უახლოეს მომავალში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი