ახალი ამბები

ნობელის მშვიდობის პრემია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმისთვის გაიცა

5 ოქტომბერი, 2018 • 1929
ნობელის მშვიდობის პრემია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმისთვის გაიცა

2018 წელს ნობელის პრემია მშვიდობისთვის გადაეცათ სექსუალური ძალადობის  წინააღმდეგ მებრძოლ  ნადია მურადსა და დენის მაქვიჩს.

როგორც ნობელის კომიტეტის “ტვიტერის” გვერდზე ვკითხულობთ, მაკვიჩმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაცვას. როგორც ცნობილია, დენის მაქვიჩმა და მისმა კოლეგებმა კონგოში დახმარება 30 000 ადამიანს გუაწიეს, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

ნადია მურადი კი მსგავსი ძალადობის შემთხვევების თვითმხილველია და ღიად საუბრობს ფაქტების შესახებ, რომლებიც მან და სხვა ქალებმა გადაიტანეს.

2014 წელს მურადი და მისი დები, სხვა იეზიდ ქალებთან ერთად, მჩრდილოეთ ერაყში მდებარე მშობლიური სოფლიდან გაიტაცეს და  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ. მან 6 ძმა და დედა დაკარგა, როცა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სოფელში ყველა კაცი ამოხოცეს, ის  ქალები კი, რომლებიც სექსუალური ექსპლუატაციისთვის ასაკოვნად მიიჩნიეს, მოკლეს.

“ორივე მათგანმა პირადი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა, რათა დაამარცხონ სექსუალური ძალადობა, როგორც ომის დროს ერთ-ერთი იარაღი”, – ვკითხულობთ ნობელის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი