ახალი ამბები

პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს, როგორც უნდა? – ვაშაძე მარიხუანის საკითხზე

13 სექტემბერი, 2018 • 2059
პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს, როგორც უნდა? – ვაშაძე მარიხუანის საკითხზე

“პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს როგორც უნდა?”, – ამ კითხვით ოპოზიციური ძალების გაერთიანების პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს მარიხუანაზე მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში.

ვაშაძემ გააკრიტიკა სამედიცინო მიზნბისთვის მარიხუანის პროდუქტების ექსპორტზე გატანის იდეა. იგი ფიქრობს, რომ თავიდანვე გასაგები იყო ყველაფერი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც თქვა, რომ ადამიანი მარიხუანის მოწევის გამო არ უნდა დაისაჯოს

“ამ პლანტაციებს რომ გვიშენებენ, ხომ გასაგებია, ვის ჯიბეში წავა იქიდან შემოსული მილიონები – ივანიშვილის, მისი უახლოესი გარემოცვის ჯიბეში. უპერსპექტივობა, უმუშევრობა, ემიგრაცია ანადგურებს ჩვენს ერს და ამას კიდევ დაემატება ნარკოტიკის მოხმარება, რადგან ეს არა ექსპორტისთვის, არამედ შიდა მოხამრებისთვისაა გათვალისიწინებული.

თავიდანვე გასაგები იყო, საით მიდიოდა ეს ისტორია, როდესაც ჯერ სიმღერები შემოგვაპარეს, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურმე ადამიანს უფლება აქვს, ისე დაისვენოს როგორც უნდა, და შეკითხვა მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთან: პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს როგორც უნდა?”, – განაცხადა ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი