პანკისის ხეობაში დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა 8-საათიანი დაკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის შენობა დატოვა.
როგორ მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, მაჩალიკაშვილის დაკითხვა სუს-ის შენობაში აღარ გაიმართება.
“კითხვები იყო აბსოლუტურად ერთი და იგივე. ახალი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი. ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობის აქტს, კითხვები არ იყო რელევანტური. ჩვენ ხელი მოვაწერეთ გაუთქმელობას და თითქოს ეჭვს იწვევს და ინტერესს იწვევს, რაიმე ისეთი დოკუმენტი ხომ არ არის, თუმცა არაფერი ისეთი დოკუმენტი არ ყოფილა, რაც ჩემთვის არ იყო ცნობილი მთელი ამ სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს. დაკითხვა დასრულდა დღევანდელ დღეს”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ადვოკატის თქმით, კითხვები შეეხებოდა იმას, თუ საიდან იცნობდა მაჩალიკაშვილი მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც მისი მეზობლები არიან. კუბლაშვილის თქმით, 8 საათის განმავლობაში სამი სხვადასხვა გამომძიებელი უსვამდა ერთსა და იმავე კითხვებს მაჩალიკაშვილს.
“სწორედ ამიტომ დასრულდა. ძალიან დიდი სტრესი გადავიტანეთ”, – განაცხადა ადვოკატმა.
მაჩალიკაშვილი სუს-ში 14 აგვისტოსაც იმყოფებოდა. როგორც მისი დამცველები ვარაუდობენ, ეს დაკითხვა 31 მაისს გამართულ აქციაზე ნათქვამს უკავშირდება.
“ვვარაუდობთ, რომ მისი დაკითხვა 31 მაისს აქციაზე გაკეთებულ განცხადებას შეიძლება უკავშირდებოდეს. ორ თვეზე მეტი დრო გავიდა ამ განცხადებაზე გამოძიების დაწყების მომენტიდან და ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ საქმეზე არცერთი ტიპის ინფორმაცია პროკურატურას არ მოუწოდებია. საინტერესოა, დაკითხვის შინაარსი და სტრატეგია რა იქნება. ჩვენი ადვოკატი მასთან ერთად იქნება”, – წერს მიქელაძე “ფეისბუქზე”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 12 ივნისიდან იძიებს მალხაზ მაალიკაშვილის მიერ 31 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ერის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს.
მოგვიანებით, მაჩალიკაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა: