ახალი ამბები

ოპოზიცია ცოტა უფრო მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი – ივანიშვილი

24 ივლისი, 2018 • 3859
ოპოზიცია ცოტა უფრო მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი – ივანიშვილი

“ოპოზიცია ცოტა უფრო მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი”, – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ინტერვიუს წამყვანმა მაკა ცინცაძემ ივანიშვილს ჰკითხა, მისი აზრით, რატომ არ იცავს მისი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებისაგან.

“ეს ბრალდებების ნიაღვარია. ყველა მოგონილია.  საზოგადოებაზე იგივეს ვერ გადავიტან, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად მაფასებს მე და ჩემს როლს… მაკრიტიკებენ დაჟინებით, რამეთუ იციან, რომ მე მაქვს რესურსი, რომ საზოგადოება მენდობა და შემიძლია… ჩემი პერსონის დაკნინებით თუ მიიღებენ შედეგს, შეუძლიათ სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელი ექავებათ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

“გუნდის წევრებს რაც შეეხება, ალბათ, ნაწილს სურვილიც არ ჰქონდა, მაგრამ რესურსიც ცოტა აქვთ. იმის შემდეგ, რაც თავმჯდომარედ დავბრუნდი, შეიძლება  ეს რესურსიც გაჩნდა და შეიძლება უფრო მეტი უნდა უპასუხონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თუ მისი გუნდის რომელიმე წევრს ჰგონია, რომ ოპოზიციის ბრალდებები მის მიმართ ლეგიტიმურია, მას შეუძლია შეხვდეს და ესაუბროს ამ საკითხებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი