პრემიერი: ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, ჭუბერში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

პრემიერის თქმით, ამჟამად  სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან და ამ პროცესის დასრულების შემდეგ ყველა დაზარალებულს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება:

 „ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიღებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიებთან ბრძოლა. მაქსიმალურად მოკლე დროში ჩვენ სრულად აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას,“- განაცხადა პრემიერმა.

რა ვიცით ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე – მოკლედ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.