შსს-ს თქმით, დევდარიანის საქმეზე 10-მდე სავარაუდო მსხვერპლი გამოავლინა

შსს-ს ცნობით, ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, ხოლო გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი.

მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრანტ მოსამართლესთან დაიკითხა.

“მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შევძელით დაგვედგინა მსხვერპლები. 10-მდე პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ადევნების, სექსუალური შევიწროების და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის შესახებ”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

შსს-ს ცნობით, კიდევ გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com