ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ზვიად დევდარიანს უჩივლებს

16 ივლისი, 2018 • 2851
თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ზვიად დევდარიანს უჩივლებს

“ტაბულის” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის მოტივით აპირებს უჩივლოს არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს.

დევდარიანი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის იმ ქალებს, ვინც უშუალოდ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და მათაც, ვინც ამ მოვლენას  გამოეხმაურა და მისი აზრი დააფიქსირა ამ უკანასკნელისთვის მიუღებლად. მათ შორისაა თამარ ჩერგოლეიშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ზვიად დევდარიანის სარჩელი აბსურდული და უსაფუძვლოა:

“დამახინჯებული ციტატები აქვს მოყვანილი სარჩელში, უკლებლივ ყველა სადავო გამონათქვამი შეფასებითი მსჯელობაა და არცერთი არ შეიცავს ფაქტის მტკიცებას. შესაბამისად, მშვენიერი საფუძველია, რომ უსაფუძვლო სარჩელისთვის ვუჩივლო. შეუძლებელია, ადვოკატი ვერ ხვდებოდეს ამ სარჩელის უპერსპექტივობას. ერთადერთი მიზანი რჩება – ის ქალებიც “ათრიონ” სასამართლოში, ვინც დევდარიანს ხელი დაადო, ჩააგდონ უხერხულ მდგომარეობაში, რომ ყველამ “ჭკუა ისწავლოს”.- უთხრა ჩერგოლეიშვილმა “ნეტგაზეთს”.

ამავე თემაზე გირჩევთ

რის უარყოფას ითხოვს ქალებისგან დევდარიანი

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-18 მუხლი ცილისწამების შესახებ უსაფუძვლო სარჩელს გულისხმობს. მუხლის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, რა თანხას მოითხოვს, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.


მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა.

“ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ქალთა მოძრაობამ და ტაბულამ. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს. საქმეზე გამოძიება დაწყებული აქვს შსს-ს. რის უარყოფას ითხოვს დევდარიანია, შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ ბმულზე. 

ამავე თემაზე გირჩევთ

რაში ადანაშაულებენ ზვიად დევდარიანს – კონფიდენციალური ისტორიები

მასალების გადაბეჭდვის წესი