სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძიებენ აეროპორტში მომხდარ ინციდენტს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძიებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ივლისს მომხდარ ინციდენტს.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტულად რა სახის ნივთიერება დააქცია დაკავებულმა ერთ-ერთი ავიაკომპანიის ოფისში, სუს-ში აღნიშნეს, რომ დამატებით ინფორმაციას ამ დროისთვის არ ავრცელებენ.

სუს-ის თქმით, აეროპორტში მოწამვლის საქმეზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან